Tuesday, December 1, 2009

ჩვენებურები

  1. პროექტის სახელი: “ჩვენებურები”

  2. პროექტის მოკლე აღწერა1-2 წინადადებით : საინგილოს ისტორიულ–გეოგრაფიული, კულტურული და ეკონომიკურ–პოლიტიკური კუთხით შესწავლა და აღწერა.

  3. პროექტის სრული აღწერა: თვით ირანის შაჰი - შაჰაბას I იყო დაინტერესებული ამ ულამაზესი კუთხით, რომელსაც ედემის ბაღს უწოდებდა და თავის რეზიდენციად ჰქონდა გამოცხადებული. ჩვენი თანამედროვენი ნაკლებად არიან დაინტერესებულნი ამ კუთხით. ვინაიდან საზოგადოებას მწირი ინფორმაცია გააჩნია საინგილოს შესახებ, ჩვენი მიზანია უფრო ვრცლად გავიცნოთ ამ კუთხის ტრადიციები. მისი ისტორია, ეკონომიკა, გეოგრაფიული მდებარეობა, რელიეფი, ხუროთმოძღვრული ძეგლები, კუთხური დიალექტი, ფოლკლორი.

  4. მონაწილეთა ასაკი :14-15 წელი

  5. ვადები/ხანგრძლივობა : ერთი თვე

  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფური მუშაობა: ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაცია, ექსპერტი, ბეჭდური გამოცემა.

  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ჟურნალი, ტურისტული გზამკვლევი, სლაიდშოუ, ფლიპჩარტები, მოსწავლეებში კვლევა–ძიების, ანალიზის უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება, კომპიუტერთან მუშაობის უნარის გაღრმავება, დაკვირვებისა და შეფასების უნარი.

  8. სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები გაიმდიდრებენ ცოდნას და თავიანთ პროექტს გააცნობენ თანატოლებს.

  9. სამუშაო ენა: ქართული, ფრანგული

  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: შეადგენენ ტურისტულ მარშრუტს თავისი პატარა აღწერით ფრანგულ ენაზე. ისტორია–შეისწავლიან საინგილოს დაკარგვის მიზეზებს .გეოგრაფია–შეისწავლიან ადგილმდებარეობას ,რელიეფს. მუსიკა–მოიძიებენ ინგილოურ ფოლკლორს, ინფორმატიკა–გამოიყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებებს. შესაბამისი უნარების გაღრმავება ,ცოდნის შეძენა–გამდიდრება. სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

  11. პროექტის ფასილიტატორი:ქეთი ქერქაძე. თბილისის 85 –ე საჯარო სკოლა. ფრანგული ენის მასწავლებელი.

  12. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: kerkadze.kethy@gmail.com.

  13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:http://kethykerkadze.blogspot.com.

No comments:

Post a Comment